ბრიტანელ სამხედროებს უთხრეს, რომ უკრაინის მხარეს, რუსეთის ფედერაციასთან ომისთვის უნდა მოემზადონ–Mirror

ბრიტანული გამოცემა Mirror წერს, რომ ბრიტანელი სამხედროები “ნებსმიერი აგრესიის შეკავებისთვის ემზადებიან.“ ერთ–ერთმა ოფიცერმა მოუწოდა ჯარისკაცებს, ნებისმიერი სცენარისთვის მოემზადონ, შეამოწმონ საკუთარი ფიზიკური მომზადება, ახლობლებზე იზრუნონ და მათ ამ საკითხზე დაელაპარაკონ. ასევე მოძებნონ ადამიანები და სამსახურები, ვინც ახლობლებს მათი არყოფნის შემთხვევაში დაეხმარებიან. მისი თქმით, უკრაინაში გაგზავნის შემთხვევაში სამხედროებს ოჯახებთან კავშირი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე არ ქონდეთ.

ოფიცერი პოლ კორნი ამბობს, რომ   მსოფლიო შეიცვალა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ბრიტანელი ჯარისკაცები ახალი რეალობისთვის მზად უნდა იყვნენ.

ბრიტანელი გენერალი რიჩარდ დანატი არ გამორიცხავს ბრიტანელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნას. ის თვლის, რომ ბრიტანელი სამხედროები ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.

“ეს არ ნიშნავს, რომ არმია უკრაინაში წასასვლელად ემზადება. ზოგადად, ნებისმიერი არმიის ვალდებულებაა, მშვიდობიან დროს ომისთვის ემზადოს ყველა ასპექტში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ომს ევროპაში, აგრესიულ რუსეთს და რუსეთის მოსაზღვრე შეშფოთებულ ქვეყნებს, სრულიად გონივრულია, რომ  ბრიტანელმა ჯარისკაცებმა რეალისტურად შეხედონ იმას, რაც შეიძლება მოხდეს“–თქვა მან.