ბრიტანული დაზვერვა: ზამთრის დადგომა უკრაინაში ომის პირობებს შეცვლის

ზამთარი შეცვლის ომის პირობებს როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ჯარებისთვის, – პროგნოზირებს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში. მზის სინათლის საათების შემცირება, ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესება სამხედროებს პრობლემებს შეუქმნის, წერენ მოხსენების ავტორები.

მათი აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსეთის გენერალური შტაბი მიიღებს, ნაწილობრივ ზამთრის დადგომით იქნება ნაკარნახევი.

დღის განათების საათები შემცირდება 9 საათზე ნაკლებ დრომდე, როცა ზაფხულში ეს დრო -16 საათია,  შეამცირებს შეტევების სიხშირეს და გამოიწვევს თავდაცვის ხაზის სტაბილიზაციას– ამბობენ ბრიტანული დაზვერვის ექსპერტები. ღამის ხედვის სისტემები საკმაოდ ძვირია, და ეს ასევე ამცირებს ღამის ბრძოლების ალბათობას.

არასაკმარისად აღჭურვილი რუსული არმიის ქვედანაყოფები, რომლებსაც არ აქვთ თბილი ტანსაცმლის მარაგი, უფრო მეტად დაზარალდებიან სიცივით, გარდა ამისა, პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცის გადარჩენა შეიძლება, თითქმის განახევრებულია, აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

თოვლმა და ძლიერმა ქარმა შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას რუსული ჯარების ისედაც დაბალ მორალურ სულისკვეთებას, ასევე მათ მომარაგებას.