ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის სამხედრო მეთაურობაში უთანხმოება გრძელდება

გენერალ-მაიორი მიხაილო ტეპლინსკი აღარ არის უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი მეთაური, წერს ბრიტანული დაზვერვა ომის 335-ე დღეს ყოველდღიურ მოხსენებაში.

მაგრამ ის პასუხისმგებელი იყო ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე საკმაოდ წარმატებულ უკან დახევაზე 2022 წლის ნოემბერში და მას რუსეთში ადიდებდნენ, როგორც ქმედუნარიან და პრაგმატულ მეთაურს, დასძენს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.

ბოლო დროს ბევრი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ ტეპლინსკიმ,სხვა ყველაფერთან ერთად, დაკარგა საჰაერო სადესანტო ძალების ხელმძღვანელობა, სამხედრო ძალების ერთ-ერთი მთავარი სახეობა, რომლის მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ უკრაინის ომში. მისი გადადგომის შესახებ „სამხედრო კორესპონდენტებმა“ და ომის მხარდამჭერებმა, ალექსანდრე გლადკოვმა და იური კოტენოკმა თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს.

ტეპლინსკის გადაყენება, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ნიშანია უკრაინაში რუსული ოპერაციის ხელმძღვანელობაში მიმდინარე განხეთქილებისა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, გენერალი ვალერი გერასიმოვი ცდილობს მთელი კამპანია პირად კონტროლს დაუქვემდებაროს.