ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიური ანგარიში ორშაბათს ყურადღებას ამახვილებს დონბასში ბრძოლებზე და ფრონტზე რუსეთისა და უკრაინის შეზღუდულ წარმატებებზე.
სასტიკი ბრძოლა გაგრძელდა ფრონტის ხაზზე დონბასში – ბახმუტისა და კრემინნაიას მიდამოებში – შაბათ-კვირას. 2023 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის დანამდვილებით ინარჩუნებდნენ პოზიციებს სოლედარში, ბახმუტის ჩრდილოეთით, ვაგნერის განგრძობითი თავდასხმების ფონზე [რუსეთი აცხადებს, რომ სოლედარი დაიპყრო ჯერ კიდევ 13 იანვარს].
კრემენნაიას ირგვლივ ბრძოლები ხასიათდებოდა ადგილობრივი თავდასხმების და კონტრშეტევების რთული სერიით ტყიან ტერიტორიაზე. თუმცა, ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თანდათან წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, ქალაქ კრემენნაიას გარეუბანმდე.
ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ მძიმე ბრძოლების სხვადასხვა სექტორში შეზღუდულ წარმატებებს მიაღწიეს. ამ ვითარებაში, ორივე მხარის მთავარი ამოცანაა შექმნან საბრძოლო მზადყოფნა ჯარის ნაწილებში, რომლებიც ფრონტზე ჯერ არ გამოუყენებიათ და რომლებიც შეძლებენ ტაქტიკური წარმატებების გამოყენებას ოპერატიული გარღვევის შესაქმნელად–წერია ანგარიშში.