კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კოვიდ 19-ის აღნიშნული ვარიანტია დაფიქსირებული, ერთი კვირის წინ 50-მდე იყო. რაც შეეხება ე.წ. „სამხრეთ აფრიკულ“ შტამს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე ის მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი შტამები დღემდე ცნობილ სახეობებთან შედარებით უფრო გადამდებია, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი ფატალობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევენ.
ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა.