ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ “ბირტანული შტამი, დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მატ შორის ახალგაზრდებშიც, იწვევს. ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯერ არ იციან რამდენად მძიმე ფორმები შეუძლია გამოიწვიოს “ინდურმა შტამმა” თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები „საკმარისად საიმედოდ იცავს“ კორონავირუსის „ინდური შტამისგანაც“.
„მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც – „ბრიტანულ შტამზე“ ეს შემიძლია ვთქვა, ინდურზე ჯერ არა. მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა „ინდური შტამისგან“ ვაქცინები და იცავს თუ არა კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. არის მთელი რიგი კვლევები, რომელიც ამბობს, რომ დიახ, იცავს, როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს და თუნდაც „ბრიტანული შტამის“ დროს, თუმცა წამყვანი ვაქცინები, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავს „ინდუმი შტამისგანაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.