გამოცემა The Daily Mail საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში წერია, რომ რუსმა ჰაკერებმა სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები მოიპარეს ლაბორატორიიდან, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
მათი ინფორმაციით, კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოს ტერიტორიიდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერებმა 14 მარტს მოიპარეს ასობით ბრიტანელის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის, პასპორტების, დაზღვევის ბარათებისა და ვიზის დოკუმენტების სკანირებული ფოტოები, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერები და ჯანმრთელობის კითხვარები, მოპარული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს და კომპანის ფასდაკლებას დაჰპირდნენ, თუ კორონავირუსის წამალს იპოვიან.
დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობების განცხადებით, ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია.