დღეს, 19 აგვისტოს, ბრიუსელში დაიწყო საგანგებო სამიტი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, სადაც ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ
“ბელორუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და თავისუფლად აირჩიონ თავიანთი ლიდერი. მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია”, – წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი თავის Twitter-ზე.
საგანგებო სამიტზე ბელარუსის ოფიციალური პირების სანქცირების გარდა, ასევე იმსჯელებენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებზე. იგულისხმება დემონსტრაციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერა, მედიაპლურალიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, სტუდენტთა გაცვლით პროგრამების მასშტაბების გაფართოება და სხვა.