ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ პრემიერი ბრიუსელში არ ყოფილა ხოლო ოპოზიციური პარტიის ლიდერები “თითქმის სთხოვდნენ ევროპარლამენტარებს კანდიდატის სტატუსს”. ამის შესახებ, ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს.
“ბრიუსელში იყავით? მე ვერ გნახეთ, თუმცა შეხვედრები მქონდა ოპოზიციასთან და თითოეული მათგანი თითქმის გვთხოვდა კანდიდატის სტატუსზე, ამიტომ ნუ იტყუებით. ჩამოდით ბრიუსელში და შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი”,- წერს გრეგოროვა.