ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა, ვაკო ავალიანმა, პოსტი დატოვა. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ არხის პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ხოლო დირექტორად გია გაჩეჩილაძე იგივე, “უცნობი” ბრუნდება.
“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს” – წერს ვაკო ავალიანი.