ბრძოლა დამცავი ნიღბებისთვის. ქვეყნები მათ მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობენ

კორონავირუსის პანდემიის გამო დამცავი ნიღბები ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა და ქვეყნები სხვადასხვა გზით ცდილობენ დეფიციტის დაძლევას.

ფრანგები ამეკრიელებს ადანაშაულებენ, რომ მათ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთი ჩინეთში პირდაპირ აეროპორტში გამოისყიდეს.

საფრანგეთის რეგიონთა ასოციაციის თავმჯდომარე, რენო მუზელიე აცხადებს:

“სიტუაცია ასეთია, რომ პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე ჩინეთში უცხო სახელმწიფომ გამოისყიდა ჩვენი ტვირთი სამჯერ მეტ ფასად. “

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასოშეითედ პრესთან ინტერვიუში ბრალდება კატეგორიულად უარყო, თუმცა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

თუმცა, იმის შესახებ, რომ ამერიკელები ნიღბებს მომატებულ ფასად ყიდულობენ, ილ დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვალერი პეკრესმაც გააკეთა: “რამდენიმე პრობლემა გვქონდა შეკვეთასთან დაკავშირებით. ვცდილობდით ნიღბების პარტია გვეყიდა, თუმცა ჩინელებმა ამერიკელებს მიყიდეს სამჯერ მეტ ფასად“ – ამბობს ის.

მანამდე ბერვმა ქვეყანამ ნიღბებისა და სხვა დამცავი საშუალებების ექსპორტი საერთოდ შეწყვიტა. ზოგი სახელმწიფო კი უფრო შორს წავიდა. მაგალითად, ბელგიური და იტალიური მედიის ინფორმაციით თურქეთმა უკვე ანაზღაურებული შეკვეთები გააუქმა. იტალიაში ნიღბები მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით, მას შემდეგ ჩაიტანეს, რაც პრემიერმა ჯუზეპე კონტემ ანკარაში თურქეითის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოგანს დაურეკა.

 

ბელგიას კი მისი შეკვეთა დღემდე არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიციას ოფიციალური საჩივრით მიმართა.