კორონავირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრომ ხვრინვის საწინააღმდეგო აპარატები შეიძინა. ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. მთავარმა არხმა კი დააზუსტა, რომ სამედიცინო ტექნიკა რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდ მიმღებ კლინიკებს გადაეცემათ, სწორედ ძილის აპნოესთვისაა განკუთვნილი.
აპარატი არა ჟანგბადის, არამედ ოთახში არსებული ჰაერის ნაკადის წნევით მიწოდებას უზრონველჰყოფს ფილტვებში.
მთავარის ინფორმაციით რამდენიმე კლინიკამ ტექნიკის მიღებაზე უარი თქვა, ისინი კი ვინც ყოველდღიურად უკვე იყენებენ, აღიარებენ რომ აპარატი მძიმე პაციენტებისთვის არ გამოდგება.
ვახტანგ კალოიანი არ აპირებს პაციენტებს ამ მოწყობილობებით უმკურნალოს და ერთის მხრივ ვირუსის გავრცელების კერა შექმნას კლინიკაში, მეორეს მხრივ კი პაციენტების მდგომარეობაც დაამძიმოს.
ექიმების მეორე ნაწილი მიიჩნევს რომ პაციენტების გარკვეულ კატეგორიას აპარატი შესაძლოა მართლაც დაეხმაროს, თუმცა იქვე მაღალ რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ერთი შეხედვით უწყინარი აპარატი, რომელსაც აპნოეს სამკურნალოდ სახლშიც კი იყენებენ, კოვიდ 19-ის შემთხვევაში შესაძლოა ტრაგიკულად დასრულდეს.
ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი კი პირდაპირ ამბობს რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მორიგი გაუაზრებელი შესყიდვით ამჯერად ფულთან ერთად იმ ადამიანების სიცოცხლეც გაფლანგა, ვინც ახლა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის.