“ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს. მტერი მიიწევს სევეროდონეცკის სიღრმეში.
ქალაქში სამი ექიმი დაიკარგა, მხოლოდ დაზიანებული სასწრაფოს მანქანა იპოვეს. ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა განადგურებულია თითქმის 100%-ით, დაზიანებულია საცხოვრებლების 90%, საიდანაც 60% კრიტიკულია.
ქალაქი სავსეა რუსული გვამებით, ქუჩებში ცხელა – ამან მომავალში შესაძლოა ინფექციების განვითარების პროვოცირება მოახდინოს.
ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ ძალიან დაბომბილია და გადაადგილება საშიშია.
ჰუმანიტარული საქონელი შემოტანილია, მალე 10 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შემოვა ლისიჩანსკში”
აცხადებს ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.