უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, “ვაგნერი” უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ამის შესახებ მან Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე კერძო დაქირავებული კომპანია “ვაგნერი” აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად”, – თქვა ბუდანოვმა.