ბუდანოვის თქმით, შესაძლოა, რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც მოუწიოს

უკრაინის სადაზვერვოს სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთს ორი ვარიანტი დარჩა: ერთია ფორმალური საზღვრების შენარჩუნება და სახელმწიფოებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მეორე კი რუსეთის ფედერაციის რამდენიმე სახელმწიფოდ დაშლა.

“პირველი არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური შენარჩუნებით. მე ხაზს ვუსვამ ფორმალურს. ამ ვარიანტით ყველა დაადანაშაულებს პირადად პუტინს და მის უახლოეს თანამოაზრეებს და იტყვის, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო მათთან. ისინი გაიყვანენ ჯარს მსოფლიოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება იმ ქვეყნებს, რომელთაც ეკუთვნით – საქართველოს, იაპონიას, გერმანიას და ა.შ.“, – განაცხადა ბუდანოვმა Unian-ის ცნობით.

მისი აზრით, ამ სცენარით რუსეთი დაიწყებს ცივილიზებული სახელმწიფოს ფუნქციების აღდგენას.

“მეორე ვარიანტია რუსეთის დაყოფა სამ ან მეტ ნაწილად. ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”,- აღნიშნავს ბუდანოვი.