“გასაგებია, სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, არა?! მაგრამ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა იხმაროთ. სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბულვარზე თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ”
აცხადებს დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.