ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მძიმე იარაღის დაჩქარებულად მიწოდებას

გერმანიის ბუნდესტაგმა კენჭი უყარა დოკუმენტს, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, გააფართოვოს და დააჩქაროს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება.

მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით “მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა ევროპაში – უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა” ოპოზიციური ბლოკისა და მმართველ კოალიციაში მყოფი პარტიების საერთო წინადადება იყო. მას მხარი 586-მა დეპუტატმა დაუჭირა, 100-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 7-მა კი თავი შეიკავა.

დეპუტატებმა მოუწოდეს ფედერალურ მთავრობას, “გააგრძელოს და, თუ ეს შესაძლებელია, დააჩქაროს უკრაინაში საჭირო აღჭურვილობის მიწოდება, ასევე გააფართოვოს მძიმე იარაღის მიწოდება.

“უკრაინის იარაღის მიწოდება ისე უნდა მოხდეს, რომ არ შესუსტდეს თავად გერმანიის თავდაცვისუნარიანობა”,– განაცხადეს პარლამენტარებმა.