“ბუნებრივია, ბადრის მხარს ვუჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში. გვექნება საუბარი, კონკრეტულად როგორ ხედავს რუსთავის არჩევნებს. მე ამას განვიხილავ, პირველ რიგში, როგორც ბრძოლას, რომელიც ხალხთან საკომუნიკაციოდ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლად უნდა გამოვიყენოთ და ამაში, რა თქმა უნდა, მის გვერდში ვიქნებით”
ამბობს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ბადრი ჯაფარიძეზე, რომელიც რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს. მას უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ნაციონალურმა მოძრაობამ. დღეს “სტრატეგია აღმაშენებელმა” განაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი კანდიდატის დაყენებას რუსთავში.