”ბავშებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება… და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე!
პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც.
შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ!
ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა!
ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს – მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს?
არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ!
კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს!
არც ერთი რგოლი გამართულად რომ არ მუშაობს, ეს ვერ იქნება შემდუღებლის ბრალი!
ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება…?!”
ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია კახა კალაძეს.