”ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული ვართ”- ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ტვიტერზე წერს, რითიც რუსეთის საგარეო სამინისტროს მოთხოვნას ეხმაურება.
“რუსეთს სურს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებები უბრძანოს. როგორც ცოტა ხნის წინ, რიგაში NATO-ს მინისტრებმა აღნიშნეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები ვართ”, – წერს კოლომინა.