ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს.
“ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა”, – თქვა ანატოლი ფედორუკმა.
ცნობისთვის, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ახლაც პოულობენ. გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან გაკოჭილ მოქალაქეებს ქუჩაში კლავდნენ.