ბუჩას მერი აცხადებს, რომ ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს

ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი  აცხადებს, რომ ქალაქში ნაპოვნი ცხედრების 85%-ს ნატყვიარი აქვს.

“ბუჩაში განზრახ მკვლელობა მოხდა”, – თქვა ანატოლი ფედორუკმა.

ცნობისთვის, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ახლაც პოულობენ. გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, რომ მშვიდობიან გაკოჭილ მოქალაქეებს ქუჩაში კლავდნენ.