კიევის ოლქის პოლიციამ ბუჩას სიახლოვეს ტყეში დამარხული სამი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მათ ხელები შეკრული ქონდათ, თვალები კი ნაჭრით ახვეული
“მათ დიდხანს აწამებდნენ. მათ კიდურებზე ნატყვიარებია აღმოჩენილი. ბოლოს ყველა მათგანს ყურში ესროლეს“–ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში. პოლიციამ ასევე გამოაქვეყნა ადგილზე გადაღებული ვიდეო.
გარდაცვლილთა ცხედრები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით კიევის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ 1202 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია აღმოჩენილი, რომლებიც იმ პერიოდში მოკლეს, როცა ოლქის დასახლებული პუნქტები რუსული ჯარის კონტროლქვეშ იყო.