‘გაასაჯაროვოს ღარიბაშვილმა შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს” – ამის შესახებ,პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება, გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის
”მოვითხოვთ, რომ მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინფორმაცია-ჰქონდა თუ არა შეხვედრა თბილისში ვიზიტით ჩამოსულ კრემლთან დაახლოებულ პირთან – რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ და როსტოვის რეგიონულ საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, ალი უზდინოვთან.
თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობა საქართველოს შსს-გან ასევე ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, აღნიშნული პირის მიერ, გასული 2 თვის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის თაობაზე.” – აცხადებს ხაზარაძე.