TV პირველი აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს საელჩოსგან ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. საელჩოს ტერიტორიაზე “ოცნების” დეპუტატები თავს დაესხნენ ტელეკომპანიის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს:
“ქართული ოცნების დეპუტატები შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ პირველის მფლობელ ვატო წერეთელს
მოვითხოვთ! შეერთებული შტატების საელჩომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები” ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.”- ნათქვამია განცხადებაში.