“სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. ნაცებს რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი”,
ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის მიერ Le Monde-სთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ივანიშვილს ოლიგარქს უწოდებს.