ცოტა ხნის წინ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დედა-შვილი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.