გაბუნია ვაქცინირებულებს მოუწოდებს, აცრის საჭიროებაში თითო ადამიანი დაარწმუნონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინირებულ ადამიანებს მოუწოდებს, აცრის საჭიროებაში თითო ადამიანი დაარწმუნონ.

“არაეთხელ მითქვამს, რომ კონცეპტუალურად არასწორი და არაეთიკური ტერმინია ვაქცინაციასთან მიმართებით გამოვიყენოთ ტერმინი – სავალდებულო. ამ შემთხვევაში მოთხოვნები ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აისახება covid-პასპორტში, რომელიც შესაფერისი წესით უნდა გამოვიყენოთ.

დღეს მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული, თითოეულმა აცრილმა ადამიანმა რომ იმუშაოს კიდევ ერთ ადამიანთან, იმისთვის რომ დაარწმუნოს ვაქცინაციის აუცილებლობაში, ამით ჩვენი ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაზიარების გარეშე ეპიდემიები არცერთ ქვეყანაში არ დამთავრებულა და ვერც ეს დასრულდება”, – აცხადებს გაბუნია.

მანვე აღნიშნა, რომ “საინფორმაციო კამპანიასაც აქვს თავისი ეტაპები” და ეს უნდა გაგრძელდეს.