“გაგვამართლეს” – ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულდა

ფოტო : რადიო თავისუფლება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის და ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელის ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე რეზო ნადოიმ სამოქალაქო ცოტნე ჯაფარიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში სრულიად გაამართლა, მეორე მუხლით კი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს სამართალდამრღვევად სცნო, მაგრამ სასჯელის სახით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა.

გაგვამართლეს  სახლში მივალ და სრულად დავწერ დეტალებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა – წერს სოციალურ ქსელში ცოტნე ჯაფარიძე.

საქმე ეხება, 9 თებერვალს გუდაურში მომხდარ ინციდენტს, სადაც სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე ჯაფარიძე რუსეთის მოქალაქეებს დაუპირისპირდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო რაც ჯაფარიძემ რუსულად საუბარზე უარი თქვა. პოლიცია ცოტნე ჯაფარიძეს წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

„რიგში ვდგავარ საბაგიროსი, გუდაურში და დამელაპარაკა ვიღაცა რუსულად. მე ვუპასუხე ინგლისურად, რომ რუსულად ნუ მელაპარაკები-მეთქი, იმიტომ რომ,- F*ck Russia- მეთქი და მანაც მითხრა,- F*ck you, ამაზე დაიწყო შეხლა-შემოხლა, გაწევ-გამოწევა, მოქნევა ჯოხების, თხილამურების და მოვიდა ამ დროს პოლიცია ბევრი, პატრული იქვე ვინც იყვნენ და იმის მაგივრად რომ ისინი განერიდებინათ მომხდარიდან, პირიქით აქეთ მე მაჩერებდნენ… აშკარად რუსები იყვნენ, მოხვდატ გულზე და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი“,-  განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ 9 თებერვალს, “მთავარისთვის” მიცემულ ინტერვიუში.