თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში 43%-იანი ბარიერის ჩაწერა ქართული ოცნების დაჟინებული მოთხოვნა იყო.
“ოცნებამ შარლ მიშელის ხელშეკრულებაში თვითონ ჩაწერა 43%. გინდათ, საიდუმლო გაგიმხილოთ? არცერთ საერთაშორისო მომლაპარაკებელს ამ პირობის ხელშეკრულებაში ჩაწერა არ უნდოდა, იმიტომ რომ სამართლებრივად გაურკვეველი პირობაა. ოცნების წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნით იქნა ეს 43% იქ შეტანილი. ოცნებამ თვითონ შექმნა პრობლემა. ოცნებას ახასიათებს არათანმიმდევრული და არაგონივრული ნაბიჯები და შემდეგომ 180 გრადუსით მოუხვევენ ხოლმე”,– ამბობს გახარია რუსთავი 2-ის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმური იყო.