ოკუპირებულ გაგრაში ღამით წვიმამ ხანძარი ვერ ჩააქრო. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, დავიდ ბგანბა ავრცელებს.
“ცეცხლი კვლავ ვრცელდება. ამავე დროს, დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები ადგილზე მორიგეობენ”, – თქვა გაგრის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
გაგრის მიმდებარე ტერიტორია უკვე რამდენიმე დღეა იწვის, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებსი დახმარებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარებას რუსულ მხარეს თხოვენ.