გაგრძელდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სააკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა 4 სექტემბრიდან.

“ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით საბჭო ისევ იმსჯელებს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები რაც გვაქვს, დაანონსებული როგორც არის, ისე გაგრძელდება. საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ”,– თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე აიკრძალა.