“გადაგვიყვანეთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – მარიუპოლის მცველი მაიორი მსოფლიო ლიდერებს

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ, „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან  ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის მსოფლიო ლიდერებს თხოვნით მიმართავს, რომ ჯარისკაცები, მათ შორის 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც თავს აფარებენ ქალაქში უკრაინელების მიერ კონტროლირებად ბოლო ობიექტს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაიყვანონ.

  • “ეს შესაძლოა, ჩვენი ბოლო მიმართვაა, შესაძლოა, საათები დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია და უპირატესობა აქვთ ჰაერშიც და ხმელეთზეც. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ, გაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით სამოქალაქო პირია, მათ შორის ბავშვები და ქალები. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ამბობს სერგეი ვოლინა.