გადადგას ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად – ლიეტუვა საქართველოს მთავრობას მიმართავს

“გადადგას ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად “- ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მიმართავს, რითიც ეხმაურება, იმ ჩაშლილ მოლაპარაკებებს, რომელიც, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობდა.ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ  განცხადებას, Twitter- ზე აქვეყნებს.

“შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი გასაღებია საქართველოს ევროკავშირისკენ სვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას დამატებითი ნაბიჯები იმისათვის, რომ კონსენსუსს მიაღწიონ”, – წერია განცხადებაში.