გადადგეს თურნავა, დატოვოს ხეობა კომპანიამ – რიონის ხეობის მცველების 4 მოთხოვნა

ქუთაისში ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას აქციის 4 მოთხოვნა წარუდგინა:

  • “გაუქმდეს მთავრობის განკრაგულება 2405, რომელზეც ბატონი გახარია აწერდა ხელს და გულისხმობდა რიონის ხეობის გადაცემას უცხოელი ინვესტორის ხელში;
  • შეწყდეს ხელშეკრებულება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, სადაც დაგმობილია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კოლექტიური ინტერესი;
  • დატოვოს კომპანია ენკამ რიონის ხეობა;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, როგორც შეურაცხმყოფელი საკუთარი ხალხის”,– ამბობს გოლეთიანი აქციაზე.

მიმდინარე აქციაზე კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. შსს–ს მობილიზებული ჰყავს საპოლიციო ძალები და რიონის მცველებს მოუწოდებს, არ გაცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.