სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განცხადებით,ელენე ხოშტარიას უახლოეს მომავალში რუსთავის ქალთა ციხიდან ვივამედის კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მას დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება.
“ჩვენ შევთანხმდით, მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველებთან სამედიცინო მიმართულებით, ანუ ექიმებთან. ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამედი, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება და შესაბამისად, უკვე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. ეს მოხდება უახლოეს დროში, დაახლოებით ორ დღეში”. – თქვა პატარიძემ.















