24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა და მათ შესასრულებლად ვადა 3 ივლისამდე მისცა. იმ შემთხვევაში, თუ ულტიმატუმი არ შესრულდება, 3 ივლისს,8 საათზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართება და მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლება:
“ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა.”
იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება თუ ბიძინა ივანიშვილი, პირადად, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს. დავანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ქალაქში, სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა!” – განაცხადა აქციაზე შოთა დიღმელაშვილმა.