”გადავდექი იმიტომ რომ მმართველი პარტია განვითარების პერსპექტივას უკარგავდა ქვეყანას “- საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან “ქართული ოცნება დატოვა” და ახალი პარტია დააფუძნა.
”მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი და გადავდექი დაკავებული თანადებობიდან და გადავდექი სწორედ იმიტომ რომ პარტია დაშორდა ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს. დაშორდა მარტივი მიზეზების გამო. რატომღაც ჩაითვალა რომ პოლიტიკურ ოპონტენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ 8 წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ არსებულ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოსთვის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.