უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ პირველ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს. გახარია იმედოვნებს, რომ გადადგომით პოლარიზაციას შეამცირებს.
“მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და სიტუაციის დეესკალაცია მოხდება”, – წერს გიორგი გახარია.
I believe that confrontation and rivalry within the country endanger the future of ??'s democratic & economic development. Therefore, I have announced my resignation in the hope to reduce polarization & deescalate the situation.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 18, 2021
გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა. დღესვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.