გადავდექი იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას – ყოფილი პრემიერი

უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ პირველ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს. გახარია იმედოვნებს, რომ გადადგომით პოლარიზაციას შეამცირებს.

“მე მჯერა, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და მეტოქეობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. ამიტომ, მე განვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, იმ იმედით, რომ შევამცირებ პოლარიზაციას და სიტუაციის დეესკალაცია მოხდება”, – წერს გიორგი გახარია. 

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა. დღესვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.