მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს სისუსტე აღენიშნება, მაგრამ უკეთ არის. მისივე ინფორმაციით, ის გადავიდა გაფართოებულ კვებაზე.
“როცა დაბრუნდა, წნევა ნორმაში იყო. მკურნალობა მიდის სრული სპექტრით, გამოკვლევები ტარდება თითქმის ყოველდღიურად და ყველა მონაცემი არის ნორმის ფარგლებში. კონსილიუმის წევრები მოდიან ყოველდღიურად, ან კავშირი გვაქვს. სააკაშვილი რეანიმაციულ ჩარევას არ საჭიროებს”,- თქვა ექიმმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეძლებს თუ არა 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე დასწრებას, შემდეგ დღეში გაირკვევა.