გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე, მოეშვით ამ პარლამენტს – ხოშტარია

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს პარლამენტი არ შედგა.

“ოცნება რომ გადამგდებია, ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43%-ზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ, მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე.

სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა – პირიქით”,– წერს ხოშტარია.