აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის თქმით მან სულ ახლახანს აღმოაჩინა, რომ 2006 წელს სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის დროს მას სუფრასთან პირადად ევგენი პრიგოჟინი ემსახურებოდა, რომელმაც მოგვიანებით კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი შექმნა, ცოტა ხნის წინ კი ავიაკატასტროფაში დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.
Washington Post-ის ცნობით, ბუშს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შოკირებული იყო თუ არა პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციით.
„არა“, უპასუხა 77 წლის ბუშმა. „მაგრამ შოკში ჩავვარდი, როცა ახლახან ვნახე სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის ფოტო, სადაც აღმოჩნდა, რომ ის იყო ის ბიჭი, რომელიც საჭმელს მაწვდიდა. ის იყო პუტინის მზარეული“.
ფოტოზე ბუში და მისი მეუღლე ლორა სადილობენ ვლადიმირ პუტინთან ერთად , რომელსაც ასევე ახლავს მისი მაშინდელი მეუღლე ლუდმილა.
შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ახსოვს, როგორ გადაიკვეთა პრიგოჟინთან და დასძინა: ”მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გადავრჩი”.
2006 წლის სამიტზე პრიგოჟინი პირადად ემსახურებოდა პუტინს და მის სტუმრებს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტების სადილზე მეუღლეებთან ერთად ლინდსტრომის აგარაკზე, კონსტანტინოვსკის საპრეზიდენტო სასახლის გვერდით.