გადათვლით, არჩევნების შედეგები აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის ნებას – მდინარაძე

“გადათვლით, არჩევნების შედეგები აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის ნებას”- ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

“უნდა ვთქვათ, რომ კვლავ არ დატოვა სივცე ვინემ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს.  თბილისში ჩვენს კანდიდატს, კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების, დაახლოებით, 0.005%-ია. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატნს, ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც, დაახლოებით, იგივე პროცენტს შეადგენს. ბათუმში არჩილ ჩიქოვანს დაემატა 1 ხმა, გიორგი კირთაძესაც – 1 ხმა. ზუგდიდში მამუკა წოწერიას დაემატა 1 ხმა, ანზორ მელიას – არცერთი. ქუთაისში დეკანოიძეს არცერთი ხმა, ხახალეიშვილს – 2 ხმა დაემატა. გადათვლებით ყველაზე მეტი, 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში. მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ. შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა. საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილებები გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები, პრაქტიკულად, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას”. – თქვა მდინარაძემ.