“გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ…შენ რა ადამიანი ხარ?” – ასე ეხმაურება რაჭაში, შოვში, მეწყერში მოყოლილი და გადარჩენილი დავით ჯელაძე მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა. კობახიძემ სპეკულაცია და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა.
- ლანა ჯელაძე, დავით ჯელაძის და, რომელიც სტიქიის დღეს შოვში იმყოფებოდა წერს: “იმის მაგივრად რომ მოგეკითხეთ, ჩემს ოჯახს და იქ გადარჩენილებს შეურაცხყოფას გვაყენებთ…შენ რა ადამიანი ხარ?’
- მარიამ ჯელაძე სოციალურ ქსელში წერს : ”როგორ არ გრცხვენია ამას რომ ამბობ. 4 საათი ტალხში ჩაფლული ვითხოვდთ შველას. ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად რომ ნაპირზე გადასულიყვნენ ,და ჩემი ძმა ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად, ისევ რამხელა გზა გამოიარა ჩვენთან რომმოსულიყო.როგორ არ გრცხვენია ასეთ განცხადებას რო აკეთებთ..სირცხვილი…”-
“იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი… საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი[…] მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით”, – თქვა კობახიძემ.