დასავლეთიდან იქნება ბევრი კრიტიკა, მაგრამ სერიოზული ალტერნატივის არ არსებობის პირობებში ის სხვადასხვა ფორმით მაინც გააგრძელებს თანამშრომლობას იმასთან ვის ხელშიც იქნება აქ რეალური ძალაუფლება.
2024-ის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცევა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გარბის ახლა. ასე თუ გავაგრძელეთ, ესაა შემდეგი წლების ყველაზე რეალისტური სცენარი, სულ რომ თავი დავანებოთ იმას რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა აქ უკრაინაში მარცხის რაიმე სახით კომპენსაციის მიზნით. არავინ, არცერთი ცალკე აღებული ადამიანი, ცალკე აღებული პარტია, ცალკე აღებული ‘ლიდერი’, ამ რეალობის შემცვლელი არ არის. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ლოდინი ფუჭია.
ერთადერთი რამაც შეიძლება ეს პერსპექტივა შეცვალოს, არის ყველას და ყველა ძალის გაერთიანება. ასეთ შემთხვევაშიც არ არსებობს გამარჯვების გარანტია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია რამის მიღწევა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა გგონიათ თქვენ მთავარი – რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, 12 პუნქტის შესრულება, საარჩევნო ბარიერის დაწევა, 2024-ის არჩევნების მოგება, სასამართლოს რეფორმა თუ სხვა. თითოეულის ცალცალკე და ყველასი ერთად მიღწევა შესაძლებელი არის მხოლოდ ერთობით.
მთელი თავისუფალი სამყარო გვიყურებს და ელოდება ჩვენგან იმის დემონსტრირებას რომ ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო, რომ შეგვიძლია არჩევნების წესიერად ჩატარება, რომ დავასრულეთ პოლიტიკური დევნა, რომ მედია ჩვენთან არ იდევნება და ა.შ. და ა.შ. ის 12 პუნქტი სხვა არაფერია.
ელოდებიან რომ ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან ამ ისტორიულ შანსს
და ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ ეს შანსი ამ მართლა მანქურთებს არ გავაფუჭებინოთ.რატომ? რას ვერ ვიყოფთ? რაზე ვერ ვთანხმდებით? რას ვერ ვპატიობთ ერთმანეთს?
მე არ მჯერა რომ ეს მარტო ხოშტარიას ვაშაძეს და მე გვესმის. გადასაბიჯებელია ყველაფერზე და ერთმანეთთან საუბარია დასაწყები. არ არსებობს ამის ალტერნატივა.
ალტერნატივა უპასუხისმგებლობა და უთავმოყვარეო ცხოვრების გაგრძელებაა.”
აცხადებს ”გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.