“გადატრიალების” საქმეზე ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ვახო ქარელი ნეტგაზეთთან აცხადებს, გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი, „კანვასის“ ტრენინგზე მისი დასწრება გახდა.
ვახო ქარელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი თქვა და მაგისტრ მოსამართლეს წინაშე მისცემს ჩვენებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ი ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.