გადაცემა, რომელსაც ალტ-ინფო ემუქრებოდა, საზმაუმ დახურა

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გადაცემა, “ახალი კვირა” მას შემდეგ დახურა რაც ძალადობრივ დაჯგუფებას ალტ-ინფოს დაემუქრა. ტელევიზია გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს თუმცა განაცხადეს, რომ გადაცემის დახურვა რეორგანიზაციის მიზნით მოხდა, თუმცა ამავე გადაცემის წამყვანი იმედა დარსალია “ფორმულასთან” აცხადებს, რომ ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

“28 დეკემბერს მითხრეს, რომ გადაცემა იცვლის ფორმატს, ამ გადაცემამ ამ სახით ამოწურა საკუთარი თავი, მე გადაცემის წამყვანი აღარ ვარ და გამოცხადდა რეორგანიზაცია თებერვლის ბოლომდე. რეალურად სხვა მეტი არაფერი ვიცი, რეალური მიზეზი არ უთქვამთ, რატომ, რისთვის, როგორ მოხდა, მე რატომ აღარ ვარ წამყვანი. შეკითხვები მაქვს, რომლის პასუხები ვერ მივიღე მენეჯმენტისგან.

დღეს ჟურნალისტებმა ამოყარეს ის მუქარის წერილები, რომელსაც ალტ-ინფოს პარტიის ლიდერები საჯაროდ წერდნენ ერთ-ერთი რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში. რეალურად ძალიან არ მინდა, რომ ყველაფერი დავუკავშირო ამას იმიტომ, რომ ამ მუქარებიდან ზუსტად ერთ თვეში დაიხურა გადაცემა. ძალიან არ მინდა, ეს დავუკავშირო. არ ვიცი, ისევ ფაქტები მაინტერესებს და თვის ბოლოს დაველოდები, რას იზამს არხი”, – ამბობს დარსალია.