გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვიქნები თუ არა პარტიაში სადაც ვარ – ცოტნე კობერიძე

გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვიქნები თუ არა პარტიაში სადაც ვარ – აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ცოტნე კობერიძე.

“მე თვითონ ახლა გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, ვიქნები თუ არა ან პარტიაში სადაც ვარ, ან კოალიციაში. ახლა როგორც ვარ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ მინდა, მათ შორის, ჩემი ამ საუბრების გამო ვინმე ჭმუნავდეს, პრობლემები ექმნებოდეს და მე შემეტენოს რაღაც. სულ გამოვიდე და ვიღაცები ვაკრიტიკო, რაღაც ფორმატში, რომ მე ეს მქვია და ამას წარმოვადგენ და ყველა გამოსვლა იმით მიწევდეს, რომ ჩემი ეს პოზიცია არ წარმოადგეს კოალიციისა და გირჩის პოზიციას, ერთხელ თუ არ წარმოადგენს, ორჯერ თუ არ წარმოადგენს, რისთვის ვარ ხო?!” – უპასუხა კობერიძემ წამყვანის კითხვას ვის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ თუ არა სალომე ზურაბიშვილი?.

კობერიძემ კოალიციაში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა – კითხვაზე ზურაბიშვილზე განსხვავებული პოზიცია რომ აქვს გვარამიამ ტელევიზიიდან გაიგო თუ უშუალოდ მისგან – კობერიძემ უპასუხა, რომ “ალბათ ტელევიზიიდან”. მისი თქმით, იქამდე სალაპარაკო არაფერი იყო, რადგან თავიდან ბოლომდე იციან ამ პროცესებისადმი მისი დამოკიდებულება.

“იმამდე არ მოსულა რაღაც, რომ ვთქვათ კოალიციის შემადგენელი ორი ლიდერი ასე ფიქრობდეს და ორი ისე. არ გაყოფილა რადიკალურად აზრი, ან ეგეთ საკითამდე მე არ მინახავს, რომ მისულა. დამინახავს რომ განსხავებული პოზიცია აქვს მაგალითად ერთობასთან დაკავშირებით ნიკა მელიას და გვარამიას. […] ზურა ამბობს, რომ თუ ერთად არ ვიქნებით, გადავშენდებით, გადავცვივდებით”. – თქვა კობერიძემ.