გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, ახლა ყველამ უნდა იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე – ბრაიზა ანულირებულ დოკუმენტზე

გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, ახლა ყველამ უნდა იფიქროს შემდეგ ნაბიჯებზე – ასე ეხმაუერბა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა 19 აპრილის შეთანხმების  ანულირებას.

”ქართული ოცნების გადაწყვეტილება იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ახლა ყველამ უნდა მოიფიქროს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები. იმედია, ქართული ოცნების მხრიდან ეს მხოლოდ დროებითი უკანდახევაა, გულახდილად გითხრათ, ამ შეთანხმებასთან მიმართებით კარგად არავინ გამოიყურებოდა, მათ შორის, არც ხელისუფლება. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაც რთული გასაგები იყო ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

ადამიანებს ევროპასა და შეერთებული შტატების დედაქალაქებში მტკიცედ სწამთ, რომ თუ აგირჩიეს, შენს ამომრჩეველს უნდა ემსახურო, თუნდაც არჩევნებისას ყოფილიყო სირთულეები.

თუ იგივე სიტუაცია დაბრუნდება, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებამდე იყო, ეს დასავლელ პარტნიორებს გაუჩენს გრძნობას, რომ მთავრობა და ოპოზიცია დემოკრატიის გასაძლიერებლად არ მუშაობს.

ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მათ გადაარჩენენ, რომ ჩაერევა ევროკავშირი და აშშ. ეს ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ვშიშობ, რომ ადამიანები ევროკავშირსა და აშშ-ში აღარ იდარდებენ, ყურადღებას აღარ მიაქცევენ საქართველოს. უბრალოდ ისინი დაიღლებიან პოლიტიკური კრიზისით.” – აცხადებს ბრაიზა.